ავტორიტეტულმა სააგენტო Transfermarket-მა, ფეხბურთელების განახლებული საბაზრო ფასები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ახალგაზრდა ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.
განახლებამდე ხვიჩას ფასი 10 მილიონი ევრო იყო, ხოლო ახლა მისმა ფასმა ერთბაშათ 5 მილიონით მოიმატა და 15 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელთა შორის ეს ფასი ამ სააგენტოზე ქართველი ფეხბურთელებისთვის სარეკორდოა (მიუხედავად იმისა, რომ მილანმა კალაძე 16 მილიონად შეიძინა).
ახალგაზრდა ქართველი, ქვეყნის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მას დავით ხოჭოლავა (3 500 000) და გიორგი ჩაკვეტაძე (3 200 000) მოჰყვებიან.ხ





