მწვრთნელობა უმადური საქმეა. ეს ოდითგანვე ასე იყო. ადრე თუ გვიან მას კარისკენ უთითებენ. ზოგს უცერემონიოდ, ზოგს დიდი პატივით, მაგრამ მაინც ათავისუფლებენ.
„ჩელსიდან“ ფრენკ ლამპარდის გაშვებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არისტოკრატებში ტომას ტუხელის ხანა დაიწყო, თუმცა რამდენი ხნით არავინ იცის. ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტიც ამ საკითხზე საკმაოდ გულახდილად საუბრობს.
„მინდა გულწრფელი ვიყო. რატომ მხოლოდ 18 თვით? თავიდან, ამის გამო ცოტა გაიცებულიც კი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და ჩემს თავს ვუთხარი – განა ეს რამეს ძირფესვიანად ცვლის? რა თქმა უნდა არა.
მე დიდმა გუნდმა მომცა შანსი და ვეცდები ეს გამოვიყენო. მინდა თუ არა 4 წელიწადნახევარი აქ ყოფნა? ბუნებრივია მინდა. მოდება თუ არა ეს? ამაზე პასუხი არ მაქვს.
ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი. რა დროც მომეცემა, მაქსიმუმს გავიღებ, რათა ჩელსის ვარგო და გამოვადგე“ – ამბობს ტომას ტუხელი.





