2021 წლის ზაფხულში გასამართ ტოკიოს ოლიმპიადას უცხოელი გულშემატკივარი ვერ დაესწრება. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ოლიმპიურმა კომიტეტმა იაპონიის მთავრობასთან ონლაინ-კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთები უკვე შეძენილი ჰქონდათ, საფასური უკან დაუბრუნდებათ.
ცნობისთვის, ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.





