27 ივლისს ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე საშეჯიბრო დღე ჩატარდება. ამ დღეს ქართული დელეგაციიდან შეჯიბრზე მხოლოდ 2 სპორტსმენი: ტატო გრიგალაშვილი და ესკერხან მადიევი იასპარეზებს.
მათი საშეჯიბრო განრიგი ასე გამოიყურება:
ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო) – 08:00 საათიდან.
ესკერხან მადიევი (კრივი) – 12:30 საათიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ჯერჯერობით ორი მედლის მოპოვება შეძლო. ძიუდოში, 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ვიცე- ჩემპიონები გახდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
ცნობისთვის, ტოკიო 2020 რვა აგვისტომდე გაგრძელდება.





