ჰაცუ ბაშუზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძე მე-13 საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა და იორიკირით დაამარცხა.
ამით, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სუმოისტის ბალანსი 4:9 გახდა. მომდევნო ბრძოლაში ლევანი ხვალ, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა აკისეიამას შეერკინება.








