ნაცუ ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი სუმოისტი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდა და მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდა.
მაისის ბაშოზე ამ წაგების შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 1:2 გახდა. მომდევნო შეხვედრას ქართველი გოლიათი ხვალ, მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმის წინააღმდეგ გამართავს.




