იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშოს დასკვნითი დღე მიმდინარეობს.
ქართველი მეშვიდე მაეგაშირა ტოჩინოშინი, ანალოგიური 7:7-ზე ბალანსიან სეკივაკე ტაკანოშოს დაუპირისპირდა.
ლევანი მეტოქეს თავიდანვე მძლავრი ტაჩიაით შეხვდა, თუმცა მეტოქემ მისი გადაძალვა მოახერხა და ძალისმიერი ბრძოლით ტოჩინოშინი დოჰიოდან ოშიდაშით გადაიყვანა.
ქართველმა სამწუხაროდ მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა, თუმცა ის მინიმალურია, ასე რომ ბანძუკეში (რეიტინგი) მნიშვნელოვანი დაქვეითება არ ემუქრება.





