იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი მარცხი იგემა. ქართველი რიკიში მეორე საშეჯიბრო დღეს მაეგაშირა ოკინოუმის შეხვდა და იორიკირით დამარცხდა.
ამით, ლევან გორგოძის ბალანსი ჰაცუ ბაშოზე 1:1-ზე გახდა, ურთიერთდაპირისპირების მაჩვენებელი ოკინოუმთან კი მინიმუმამდე შემცირდა – 9:8.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტერუნოფუჯი იქნება.








