9 მაისს სტარტი ნაცუ ბაშომ აიღო, სადაც პირველივე დღეს, ქართველი გოლიათი ტოჩინოშინი მონღოლ იჩინოჯოსთან დამარცხდა და გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო.
ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე 29 წლის იაპონელი მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო გახლდათ, რომელსაც ნაცუ ბაშოზე პირველი შეხვედრა, ასევე წაგებული ჰქონდა.
ტოჩიმ მეტოქე დგომში აშკარად დაჩაგრა და ძალა მთლიანად გამოაცალა, საბოლოოდ კი დოჰიოდან იორიკიტით მარტივარ გადაიყვანა და ბალანსი გაინულა.
ქართველს ამ ტურნირზე დადებითი ბალანსი სჭირდება, რადგან რეიტინგში დაწინაურდეს და ჯურიოში დაქვეითების საფრთხე არ შეიქმნას.





