ნაცუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძესთვის. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმი იყო, რომელთანაც ქართველი სუმოისტი უშანსოდ დამარცხდა.
ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ტოჩინოშინმა ტაჩიაის აღება სცადა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და მეტოქესთან იორიკირით დამარცხდა.
ამ წაგების შემდეგ, მაისის ბაშოზე ლევანის ბალანსი 1:3 გახდა. ქართველი სუმოისტი მომდევნო ორთაბრძოლას ხვალ, დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ონოშოს წინააღმდეგ გამართავს.





