იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო მიმდინარეობს.
ტურნირის მეექვსე დღეს, ქართველი მეშვიდე მაეგაშირა ტოჩინოშინი, 28 წლის მერვე მაეგაშირა ტობიძარუს, კარიერაში პირველად დაუპირისპირდა.
ლევანმა ბრძოლა კარგი ტაჩიაით დაიწყო, თუმცა მეტოქემ მას საკმაოდ ჭკვიანურად შეებრძოლა და ოკურიდაშის ილეთით დაამარცხა.
ტოჩიმ საწყისი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი მოგება მოიპოვა, თუმცა ეს სვლა ფიზიკურად საკმაოდ სუსტმა ტობიძარუმ შეაჩერა.
ხვალ ქართველი გოლიათი კარგად ნაცნობ მეტოქე ენდოს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად მეხუთე მაეგაშირას წოდებით გამოდის, ლევანს მასთან დადებითი ბალანსი 9:6-ზე აქვს და კიდევ ერთ მოგებას ვიმედოვნებთ.








