14 ნოემბერს წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო აიღებს სტარტს. ტოჩინოშინსთვის ეს ბაშო კარიერაში 93-ე იქნება. ქართველი სუმოისტის პირველი ორი მეტოქის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი.
ტოჩინოშინი კვირას კიუშუს ბაშოს აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა იუტაკაიამასთან ორთაბრძოლით იწყებს. ბაშოს მეორე დღეს კი ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს ორივე მეტოქესთან ორთაბრძოლებში დადებითი ბალანსი აქვს.








