34 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი გამოჯანმრთელდა და იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუ ბაშოზე მე-5 დღიდან ჩაებმება.
ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდება. ტოჩინოშინს 27 წლის იაპონელთან ურთიერთშეხვდრებში დადებითი ბალანსი აქვს.
ქართველმა სუმოისტმა წელის ტრავმა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიიღო დოჰიოზე გასვლა ვერ მოახერხა.
ლევანს ელიტაში დასარჩენად, ფუკუოკაში მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში კი დიდი ალბათობით ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.








