იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო გრძელდება.
ტურნირის მერვე დღეს, ქართველი ლევან გორგაძე სეკივაკე ტაკანოშოს დაუპირისპირდა, რომელთანაც 1:2-ზე ბალანსი ჰქონდა.
მეტოქემ ტოჩის თავიდანვე აგრესიულად შეუტია, რასაც ქართველმა სამწუხაროდ ხეირიანი ვერაფერი დაუპირისპირა და ოშიდაშით დამარცხდა.
ამ მარცხით ლევანმა საქმე კიდევ უფრო გაირთულა. მისი ბალანსი ახლა უკვე 2:6-ზეა და მისი დადებითად გადაკეთება ძალიან გაჭირდება.
ხვალ მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინი, მეშვიდე მაეგაშირა მეისეის დაუპირისპირდება, რომელსაც 7:2-ზე ბალანსი აქვს და კარგ ბაშოს ატარებს.




