იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მეთორმეტე დღეს, მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა.
ამჯერად ქართველის მეტოქე ვეტერანი ჰოკუტოფუჯი იყო, რომელმაც ჩვენებური საკმაოდ მარტივად, ოშიდაშით დაამარცხა.
ამ წაგებით ლევანს ბალანსი 3:9-ზე გაუხდა და ბანძუკეში დაქვეითება არ ასცდება.
ხვალ ტოჩინოშინი მეთერთმეტე მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდება, რომელსაც ბალანსი 6:6-ზე აქვს და ძალიან მოტივირებული იქნება.







