რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ილია ზედგინიძემ ისაუბრა.
ვეტერანმა სპორტსმენმა რაგბის სამყაროს წარმომადგენლებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კრიზისი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, მორაგბეებს შეგვიძლია გადავჭრათ, შეგვიძლია, რომ შევთანხმდეთ და ერთად წავიდეთ წინ. ღრმად ვარ ასევე დარწმუნებული, რომ თუ იქნა გარეშე ძალების ჩარევა, ეს გამოიწვევს პროტესტს და ამ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება წინსვლა და შენება. ამით მივმართავთ ყველა მორაგბეს და ყველა კლუბს. მორაგბეებო, დავსხდეთ ერთად, გადავდგათ ეს ნაბიჯი. იმის გამო, რომ საქმეში ერთვებიან გარეშე ძალები, ორივე მხარე იკეტება თავის თავში და ხდება ნეგატიური ემოციების გამოშვება. ამის გამო ვერ ვახერხებთ შეთანხმებას და ერთად წინსვლას“, – განაცხადა ილია ზედგინიძემ.





