რუსეთში, „ვითიბი“ ლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა „უნიქსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულის სხვაობით, 83:76 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თოკომ შეხვედრაში ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. მატჩის ბოლოს მის ანგარიშზე 19 ქულა და 12 მოხსნა იყო. მოხსნების რაოდენობით შენგელიამ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი თოკოს თანაგუნდელი, მაიკ ჯეიმსი გახდა, რომელმაც მეტოქეს 22 ქულა ჩაუგდო.
10 ტურის შემდეგ, ცსკა 8 მოგებით და 2 მარცხით რუსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას ამჯერად ევროლიგაზე გამართავს. ცსკას მეტოქე „ოლიმპია მილანი“ იქნება.








