თორნიკე შენგელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო. ქართველი ფორვარდის ცსკა-მ წარმატებას VTB ლიგის სუპერთასის ფინალში სანკტ-პეტერბურგის ზენიტი 81:73 დაამარცხა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 17:58 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.
ცსკა VTB ლიგის ახალ სეზონს 23 სექტემბერს დაიწყებს. თოკოს გუნდს პირველი მატჩი სტუმრად, ბელარუსის ცმოკი-მინსკის წინააღმდეგ ელის.




