რუმინეთთან გამარჯვების (1:2) შემდეგ, ამ მატჩში გუნდის კაპიტნად წარმოდგენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს და თანაგუნდელებს სამადლობელი პოსტი მიუძღვნა.
„საქართველოს ნაკრებთან ერთად მოგებული თითოეული მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. მით უმეტეს, ჩემი ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე კაპიტნის სამკლავურით პირველად ვიყავი მოედანზე. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იყო.
მადლობა ამ ნდობისთვის. მადლობა მთავარ მწვრთნელს და ჩემს თანაგუნდელებს რუმინეთთან გამარჯვებისთვის. მით უმეტეს, იმ გუნდთან, რომელთან თამაშიც არასდროსაა იოლი.
ვულოცავ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ნაკრების სრულ შემადგენლობას და ყველა გულშემატკივარს. ამ განწყობით ველოდები უკვე შემოდგომის ოფიციალურ თამაშებს“, – წერს ოქრიაშვილი.





