არის პირველი ოქრო. თბილისში დაწყებულ გრანდ-სლემზე, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მედლების ყულაბა თემურ ნოზაძემ (60კგ) გახსნა.
ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზეც დამსახურებულად ავიდა.
თემურ ნოზაძემ საჩემპიონო გზიდან 5 მეტოქე ჩამოიშორა. ჩვენებურმა ერთი-მეორეს მიყოლებით ყაზახი ტოქტარ უმულტაევი, ესპანელი ნუნეს როდრიგესი, მონღოლი არინგბოლდ ენქტაივანი, ნიდერლანდების სახელით მოჭიდავე თორნიკე ცხადაძე, ხოლო ფინალში უზბეკი კემრან ნურილაევი დაამარცხა.





