გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 18 წლიანი პაუზის შემდეგ წყალტუბოს „სამგურალი“ უმაღლეს ლიგაში ღირსეულად დაბრუნდა. თავად გასნაჯეთ – 3 ტურის შემდეგ გუნდს წაუგებელია.
მართალია, აქტივში ჯერ არც გამარჯვება აქვთ, თუმცა ის ფაქტი, რომ გუნდი არ აგებს უკვე აღსანიშნავი ფაქტია. მოდით მეტოქეებიც გავიხსენოთ – თბილისის „დინამო“, „საბურთალო“ და აგერ უკვე ყინჩი „თელავიც“.
თელაველებმა წყალტუბოელებს რუსთავში უმასპინძლეს და მატჩიც ფრედ 0:0 დასრულდა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ სანახაობრივად დიდი ვერაფერი მატჩი გამოდგა. მცირე უპირატესობას „თელავი“ ფლობდა, თუმცა ალაგ-ალაგ სტუმრებიც იჩხვლიტებოდნენ.
მომდევნო მატჩს თელაველები 14 მარტს სტუმრად ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს, „სამგურალი“ კი გორის „დილას“ მიიღებს.





