“დინამო თბილისს” ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, სერბი ზორან მარუშიჩი ტოვებს.
მარუშიჩი ეროვნული ლიგის ბომბარდირი 16 გოლით გახდა. მან ასევე 8 საგოლე პასიც გააკეთა.
სერბს შემოთავაზებები ყაზახეთიდან და პოლონეთიდან აქვს და თბილისს უახლოეს მომავალში დატოვებს.
თუმცა, “დინამო” დასუსტებას არ აპირებს და ბელარუსის “ტორპედოდან” 24 წლის თავდამსხმელს, დმიტრი ანტილევსკის 3-წლიანი კონტრაქტით დაიმატებს.
ანტილევსკი ბელარუსის ნაკრების წევრია და 8 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.


