ტოკიო 2020-ზე სტარტი აიღო მეორე საშეჯიბრო დღემ. ძიუდოისტთა ტურნირზე მედლები ვაჟებში – 66 კგ წონით კატეგორიაში და ქალებში – 52 კილოგრამში გაიმართება. საქართველოს სახელს ვაჟა მარგველაშვილი და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი დაიცავენ.
მარგველაშვილი ძირითად ბადეშია განთესილი და ის შეჯიბრში მოგვიანებით ჩაერთვება, ტეტიანამ კი ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა და ჰაიტელი საბინა ანესტორი იპონით დაამარცხა.
ლევიცკა-შუკვანის მომდევნო მეტოქე ფრანგი ამანდი ბუშარდი იქნება.





