ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს, ქართველმა ლევან გორგაძემ მორიგი ბრძოლა ჩაატარა და სამწუხაროდ საკმაოდ მარტივად დამარცხდა.
ქართველის მეტოქე მონღოლი გოლიათი სეკივაკე ტერუნოფუჯი იყო, რომელიც თავისი ძალით გამოირჩევა და ლევანს იორიკირით გაუმკლავდა.
ამ მარცხით მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი გაუხდა და ამჟამად 1:2-ზე აქვს.
ხვალინდელ დღეს ტოჩის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ენდო იქნება, რომელთანაც ბალანსი 8:6-ზე აქვს და საკმაოდ უხერხული მეტოქეა.







