არ არის განმორიცხული, ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებით ადრე დატოვოს. ამის შესახებ, ქართველი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს.
„გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ „რუბინს“ მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან“ – თქვა მამუკა ჯუღელმა.
ქართველი აგენტის თქმით, 19 წლის ტალანტით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. თავად განსაჯეთ – „ინტერი“, „რომა“, „მილანი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“ და „დორტმუნდი“. ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი.
იმედია, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანური გუნდიდან მალე ევროპულ გრანდში აღმოჩნდება.





