დოჰას მასტერსზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა. ქართველი ძიუდოისტი მესამე რაუნდში იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს შეხვდა და ეფექტური ვაზარით დაამარცხა.
ამით ტატო ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა და რუს ძიუდოისტს, ალან ხუბეცოვს შეხვდება.
ტატო გრიგალაშვილის გარდა, დღევანდელ საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემაც იჭიდავეს, თუმცა ორივე ძიუდოისტი ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა.





