29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდი 1 176 595 დოლარია, მერვედფინალში შვედ, ელიას იმერიას გაეჯიბრება.
ქართველი და შვედი ჩოგბურთელების შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება და ნიკოლოზს იმერიასთამ რევანშის შანსი ექნება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა დოჰაში წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში არიან გასულნი.
მათი შემდეგი მეტოქე, კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.








