ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ტურზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი გაინაღდა. 21 წლის ტატო გრიგალაშვილი -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაგრების გრან-პრის ფინალში გავიდა.
ტატომ პირველ წრეში დაისვენა. 1/8-ში მოლდოველი მეტოქე 11 წამში იპონით დაამარცხა. 1/4-ში ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ბაპტისტ პიერი ეფექტური იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში კი ტატომ ნიდერლანდელი ჰეიმანი მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
საქართველოს ღირსება დღეს კიდევ ორმა ძიუდოისტმა დაიცვა. -73 კილოგრამში ჯუმბერ მელაძემ მხოლოდ ერთი მეტოქის დამარცხება მოახერხა და 1/8-ში ტურნირზე ასპარეზობას გამოეთიშა. ზაურ დვალიშვილი კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირზე ამ სპორტსმენებისთვის სადებიუტო იყო.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ფინალში ბრაზილიელი გილერმე შმიდტი იქნება.





