პოლ პოგბა ამ ფორმაციის მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მართლაც გამორჩეული ფიგურაა. იყო პერიოდი ის გუნდში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. მანჩესტერში ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის დროს ფრანგი ნახევარმცველი სულაც გუნდიდან წასვლას ფიქრობდა. ის და პორტუგალიელი სპეციალისტი ერთად ვერ ძოვდნენ.
ოლე გუნარ სულშერმა კი პოგბასთან ურთიერთობა დაალაგა და ფრანგიც გუნდში დარჩა. ნორვეგიელი მწვრთნელი მასზე აღმატებით ხარისხში საუბარსაც არ თაჯილობს.
„პოგბას გარშემო მითქმა-მოთქმა არავის უკვირს. ის მუდამ იქნება ყურადღების ცენტრში. ჩვენ ღია და გულწრფელი საუბრები გვაქვს მის მომავალთან დაკავშირებით. დიდი სურვილი გვაქვს პოლი ოლდ ტრაფორდზე რაც შეიძება დიდხანს დარჩეს.
მოხარული ვარ, რომ პოგბა თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯება და მოედანზე კონცენტრირებულია. რაც მთავარია ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას მანჩესტერ იუნაიტედის წითელი მაისურის ჩაცმა უყვარს“ – ამბობს ოლე გუნარ სულშერი.





