ჩემპიონთა ლიგის დარად, საპლეიოფო დაპირისპირებებით განახლდა ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაც. უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე არაერთი საეინტერესო მატჩი გაიმართა. რიგ შემთხვევებში წყვილის ფავორიტებმა იმარჯვეს, თუმცა დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგებიც.
ბელგრადში, „ცრვენა ზვეზდამ“ იტალიური „მილანი“ მიიღო და დაძაბულ მატჩში ფრედ 2:2 ეთამაშა. სერბულმა გუნდმა ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა და ამით „როსონერის“ ქომაგები გააწბილა.
გულდაწყვეტილი იყო მილანელთა მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლიც:
„შინ თითქოს კარგი შედეგი მიგვაქვს, რადგან შედეგიანი ფრე განმეორებითი მატჩის წინ ერთი შეხედვით ცუდი არ არის, მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ მოგებას ვიმსახურებდით და ეს ყოველმიზეზგარეშე უნდა გაგვეკეთებინა, რადგან მეტოქეზე ერთი კაცით მეტნი ვიყავით.
რატომღაც დამაგვირგვინებელ ფაზაში ყოჩაღად ვერ გამოვურებოდით და ბურთის კონტროლიც გვიჭირდა. გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით და ის, რომ ეს ვერ შევძელით გადაღლილობას ვერ დავაბრალებ. ტრავმებმაც ხელი დაგვატყო და როტაციის გაკეთება გაგვიჭირდა“ – ამბობს სტეფანო პიოლი.
განმეორებითი მატჩი მილანში 24 თებერვალს გაიმართება.








