გოლდენ სტეიტ უორიორსის გამთამაშებელი სტეგ კარი, NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც თავისი შესანიშნავი კარიერის 8 სეზონში 200+ სამქულიანი დააგროვა.
სტეფმა მილუკუკის წინააღმდეგ 122:121 მოგებულ მატჩში 41 ქულა ჩააგდო. ორგზის ლიგის MVP-მ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, 21 სროლიდან 14 გამოიყენა, 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 6 მოხსნა, 4 პასი დაამატა.
აღსანიშნავია, რომ სტეფის თანაგუნდელს კლეი ტომპსონს შვიდი 200+ სამქულიანიანი სეზონი ჰქონდა, იმედი ვიქონიოთ, რომ მოედანს ისიც მალე დაუბრუნდება.





