რეკლამა
Primesport.ge
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები
No Result
View All Result
Primesport.ge
No Result
View All Result

სპორტიდან პოლიტიკაში – რომელი სპორტსმენი დგას დღეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე

16:20 2021/02/23
0 0
180
SHARES
999
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

საქართველოში მრავლად გვყავს სპორტსმენები, რომლებმაც წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ ძალები პოლიტიკაში მოსინჯეს.

ზოგიერთი მათგანის პოლიტიკური მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად წარმატებულად ფასდება, ზოგიერთმა კი გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ სპორტულ სამყაროში დაბრუნება არჩია.

„პრაიმსპორტმა“ თვალი გადაავლო ისტორიას და გთავაზობთ იმ სპორტსმენების სიას, რომლებმაც კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობა პოლიტიკაში განაგრძეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სია შესაძლოა არასრული იყოს.

1. კახა კალაძე

https://www.photojoiner.net/image/dZpZsAZK

კახა კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. „მილანის“ შემადგენლობაში, კალაძემ ორჯერ მოახერხა „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება. ამის გარდა, ის საქართველოს იტალიის და უკრაინის ჩემპიონატის რამდენიმე გზის გამარჯვებულია. კალაძე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანიც.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კალაძემ სამტრედიის მაჟორიტარად იყარა კენჭი. ამავდროულად, ფეხბურთელი საპარლამენტო სიის პირველ ნომრად იყო წარდგენილი.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2012-2017 წლებში ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კი თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ამავდროულად, კალაძე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიცაა.

2. ლევან კობიაშვილი

https://www.photojoiner.net/image/X4NGlH8y

ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშებით რეკორდსმენია. კობიაშვილმა ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი, 100 თამაში ითამაშა. კარიერის დიდი ნაწილი მან გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა. იგი ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა „ფრაიბურგი“, „შალკე“ და ბერლინის „ჰერტა“.

კობიაშვილმა კარიერა სწორედ ამ უკანასკნელში, 2014 წელს დაასრულა. 2015 წელს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. 2016 წელს „ქართული ოცნების“ მანდატით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, 2020 წელს კი ასევე „ქართული ოცნების“ მანდატით მე-10 მოწვევის პარლამენტში შევიდა.

3. მიხეილ ყაველაშვილი

https://www.photojoiner.net/image/pdrxRg6m

ვეტერანი ფეხბურთელი სხვადასხვა დროის განმავლობაში საქართველოს, რუსეთის, ინგლისის და შვეიცარიის ჩემპიონატებში თამაშობდა.

2007 წელს ყაველაშვილმა ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთი“ დააფუძნა.

2016 წელს „ქართული ოცნების“ სახელით ფეხბურთელი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. თავის საქმიანობას ყაველაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტშიც აგრძელებს.

4. ლერი ხაბელოვი

https://www.photojoiner.net/image/tjl7zR4A

ლერი ხაბელოვი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენია. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხაბელოვი 5-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (1985, 1987, 1990, 1991, 1993 წწ.) და 4-ჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მოგება (1985, 1987, 1988, 1992).

1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ხაბელოვი ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998-2004 წლებში სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო 2004-2008 წლებში კი ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

2012 წელს ლერი ხაბელოვი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ქარელის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად. იგი დეპუტატი მე-9 მოწვევის პარლამენტშიც იყო, ახლა კი საქმიანობას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე განაგრძობს.

5. შოთა ხაბარელი

https://www.photojoiner.net/image/k7xCp1x9

ყოფილი ძიუდოისტი 1980 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია.

შოთა ხაბარელმა მნიშვნელოვან წარმატებას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელობის დროსაც მიაღწია. იგი აღნიშნულ თანამდებობას 1987-1991 და 1997-2009 წლებში იკავებდა. სწორედ მისი მწვრთნელობის დროს გახდა ზურაბ ზვიადაური ოლიმპიური ჩემპიონი.

2002, 2003, 2006 და 2008 წლებში ხაბარელი ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

2012 წელს ვეტერანი სპორტსმენი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2016 წელს ხაბარელი მმართველი პარტიის მანდატით მეორედ შევიდა პარლამენტში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი იგი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ამავდროულად, ის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

6. ზურაბ ზვიადაური

https://www.photojoiner.net/image/EECeWWpz

ზურაბ ზვიადაურს ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვეტერანი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონია. ამ წარმატებას ზვიადაურმა 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია.

2012 წელს ზვიადაური „ქართული ოცნების“ რიგებს შეურთდა და არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 2012-2016 წლებში ვეტერანი ძიუდოისტი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

7. გიორგი ასანიძე

https://www.photojoiner.net/image/FLHlIigA

ვეტერანი ძალოსანი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ასანიძემ 2004 წლის ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ამის გარდა, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიგო. ვეტერანი ძალოსანი მსოფლიოს 1-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონია.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ასანიძე საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. პარალელურად, ის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

​2013 წელს ასანიძე სპორტში დაბრუნდა და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იგი ამ პოსტზე ამ დრომდე მუშაობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

8. ზაზა კედელაშვილი

https://www.photojoiner.net/image/IJjTQ4Eq

ყოფილი ძიუდოისტი ევროპის 3-გზის ჩემპიონია. ამ წარმატებას კედელაშვილმა 2006, 2007 და 2008 წლებში მიაღწია. ძიუდოისტმა მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც, თუმცა პირველივე რაუნდში დამარცხდა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კედელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა და 2012 წელს პარტიის სახელით მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კედელაშვილმა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყარა კენჭი, 2017 წელს კი „ევროპული საქართველოს“ შეუერთდა და 2020 წლის ბოლომდე ამ პარტიის მანდატით სარგებლობდა

9. ირაკლი აბუსერიძე

https://www.photojoiner.net/image/euJEfZI1

ვეტერანი სპორტსმენი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, აბუსერიძე „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

2020 წელს მან რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად იყარა კენჭი და გაიმარჯვა კიდეც. თუმცა, საჯარო რეესტრმა მას პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა.

10. ბიძინა გეგიძე

ბიძინა გეგიძე ვაკეში, რეკრეაციულ ...

ბიძინა გეგიძე ყოფილი მორაგბე და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

დეპუტატობამდე, გეგიძე 1995-2004 წლებში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

2002-2006 წლებში თბილისის საკრებულოს წევრიც იყო. ამასთან, არის პარტია „ახალი მემარჯვენეების“ და საზოგადოებრივი მოძრაობების – „დაიცავი საქართველოსა“ და „სახალხო პატრულის“ დამფუძნებელი.

11. თემურ ხუბულური

https://www.photojoiner.net/image/eKeSY9r8

თენგიზ (თემურ) ხუბულური ვეტერანი ძიუდოისტია, რომელსაც თავის დროზე საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ხუბულური 2-ჯერ ევროპის, 2-ჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამის გარდა, 1980 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კარიერის დასრულების შემდეგ, ხუბულური ძიუდოისტთა ნაკრებს წვრთნიდა.

2012 წელს თენგიზ ხუბულური „ქართული ოცნების“ მანდატით მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, 2016 წელს კი ასევე მმართველი პარტიის რიგებში მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრად მოგვევლინა.

12. ლუკა კურტანიძე

https://www.photojoiner.net/image/PatVtABc

ვეტერანი მოჭიდავე 5-გზის ევროპის და 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 1996, 2000 და 2004 წლების ოლიმპიადებზე, სადაც ორჯერ მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოგება.

2010 წლის 4 ივნისს ლუკა კურტანიძე ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურ პარტიას, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ შეუერთდა. მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა სპორტის სფეროში ბევრი უსამართლობის ხილვამ გადააწყვეტინა.

მონაწილეობდა 2011 წლის მაისის ანტისამთავრობო აქციებში. როგორც მოგვიანებით ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას იხსენებდა, 26 მაისს მიტინგის დარბევისას ის სპეცდანიშნულების რაზმის ათამდე წევრმა დააკავა და სასტიკად სცემა.

2012 წელს შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

მისი სახელით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გია გოზალიშვილთან წააგო.

2015 წლის თებერვალში კურტანიძე გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი გარდაცვლილი დეპუტატის, თამაზ ავდალიანის ნაცვლად.

2012 წლის დეკემბერში, ლუკა კურტანიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა, 2014 წელს პრეზიდიუმმა ის თანამდებობიდან გადააყენა.

ამჟამად, კურტანიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

13. სოსო ჯაჭვლიანი

https://www.photojoiner.net/image/D9L7Dzmz

მსახიობის გარდა, სოსო ჯაჭვლიანს კარიერა სპორტში, კერძოდ კი მკლავჭიდში აქვს გატარებული. სპორტის ამ სახეობაში ჯაჭვლიანმა არაერთ წარმატებას მიაღწია.

ის გახლავთ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი.

2012 წელს სოსო ჯაჭვლიანი „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ შეუერთდა და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

14. ვიქტორ სანიკიძე

https://www.photojoiner.net/image/5DdbSEfg

ვიქტორ სანიკიძე ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მან როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე არაერთ წარმატებას მიაღწია.

„მფრინავ ვიქტორად“ წოდებული სანიკიძის გარეშე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. 2 წლის წინ მან პროფესიონალი კალათბურთელის კარიერა დაასრულა, 34 წლის ასაკში კი პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

2020 წელს სანიკიძე „ქართული ოცნების“ მანდატით მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

15. დავით კაჭარავა

https://www.photojoiner.net/image/xUVGujZN

ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს დავით კაჭარავას სახელი ერთხელ მაინც ექნება გაგონილი. 36 წლის ვეტერანი მორაგბე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო მექულეა. ასევე, ნაკრებში მან 122 შეხვედრა, რას ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

მორაგბის კარიერა კაჭარავამ ზაფხულის მიწურულს დაასრულა, რამდენიმე დღეში კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოგვევლინა. დღეს ის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.

16. მანუჩარ კვირკველია

https://www.photojoiner.net/image/fOec5yu2

მანუჩარ კვირკველია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მან 2014 წელს ჭიდაობის ეროვნული ფერედაციის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

პროპორციული სიით ის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა ვეტერანმა სპორტსმენმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

თეგები Primesportისტორიები
ირაკლი გოგვაძე

ირაკლი გოგვაძე

დაკავშირებული სიახლეები

ფეხბურთი

TOP-10 ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება

12 აპრილი, 2021 16:49
ისტორიები

VIDEO: როგორ გადაურჩა დიმა ობოლაძე მარადონასგან ფიზიკურ ანგარიშსწორებას

16 დეკემბერი, 2020 15:25
PRIMESPORT

#საქართველოიგებს – გიორგი გახარიას პირველი რეაქცია ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე

6 ნოემბერი, 2020 18:28
PRIMESPORT

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

6 ნოემბერი, 2020 18:17

პოპულარული

  • მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

    1379 გაზიარებები
    გაზიარება 552 Tweet 345
  • რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

    645 გაზიარებები
    გაზიარება 258 Tweet 161
  • 39 წლის ზლატანი შვედეთის ნაკრებს უბრუნდება და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს!

    149 გაზიარებები
    გაზიარება 60 Tweet 37
  • ნგანუმ მიოჩიჩი გათიშა – კამერუნელი ნანატრი ქამრის მფლობელია! (VIDEO)

    168 გაზიარებები
    გაზიარება 67 Tweet 42
  • მარცხი ბერეტინისთან – ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა

    534 გაზიარებები
    გაზიარება 214 Tweet 134

რეკომენდირებული

ძიუდო

მინდოდა ყველას დაენახა, რომ ქართველები ბრძოლაში უკან არ იხევენ! – ინტერვიუ მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ ბექაურთან

9 თებერვალი, 2022 16:52
ჩოგბურთი

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით

28 ოქტომბერი, 2021 13:56
ფეხბურთი

39 წლის ზლატანი შვედეთის ნაკრებს უბრუნდება და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს!

6 მარტი, 2021 14:30

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - ყველა უფლება დაცულია

12+

ნავიგაცია

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სპორტი
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • ეროვნული ლიგა
    • ქართული ფეხბურთი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ევროპის ჩემპიონატი
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ფუტსალი
    • სხვა
  • კალათბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • საქართველოს სუპერლიგა
    • მსოფლიო კალათბურთი
    • NBA
    • ევროლიგა
    • ევრობასკეტი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • სხვა
  • ჩოგბურთი
    • ქართული
    • ATP
    • WTA
  • რაგბი
    • ეროვნული ნაკრები
    • ასაკობრივი ნაკრებები
    • დიდი 10
    • 8 ერი
    • მსოფლიო თასი
    • რაგბის ევროპის ჩემპიონატი
    • მსოფლიო რაგბი
    • სხვა
  • ჭიდაობა
    • ძიუდო
    • თავისუფალი
    • ბერძნულ-რომაული
    • სუმო
    • სხვა
  • სხვა
    • PRIMESPORT
    • ისტორიები
    • პოდკასტი
    • რუბრიკა
    • ოლიმპიზმი
    • MMA
    • კრივი
    • ძალოსნობა
    • ჭადრაკი
    • ავტოსპორტი
    • ცურვა
    • წყალბურთი
    • ხელბურთი
    • ფრენბურთი
    • მძლეოსნობა
    • ფარიკაობა
    • ტანვარჯიში
    • კარატე
    • მკლავჭიდი
    • ზამთრის სახეობები
    • სხვა სახეობები
  • ვიდეოები

Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In