ჩიკაგო ბულსის და მთლიანად NBA-ს ლეგენდის სკოტი პიპენის ყოფილი მეუღლე ლარსა პიპენი, მინესოტა ტიმბერვულვსის კალათბურთელის მალიკ ბისლის კომპანიაში დააფიქსირეს.
პიპენის შვილმა სკოტი პიპენ უმცროსმა რამდენიმე ტვიტი მოიწონა, სადაც ნათქვამია, რომ ის ამ ამბის გამო ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში უნდა იყოს.
„მე ვდარდობ პიპენ უმცროსის გამო. მას ყოველ კვირას ამ საქმეების მოგვარება უწევს. ყველაფერს აქვს ზღვარი”, – ნათქვამია ერთ-ერთ პოსტში.
ბისლის მეუღლემ იაომ აღიარა, რომ იგი შოკირებული იყო, როდესაც ახალი ამბებავი შეიტყო. 26 ნოემბერს, კალათბურთელი თავის 24 წლის იუბილეზე სახლში არ მივიდა, თუმცა გოგონას ურთიერთობის შენარჩუნების იმედი მაინც ჰქონდა, საბოლოოდ ეს როგორც ჩანს ვეღარ მოხერხდება.
ამ საკითხზე კომენტარი თავად სკოტის არ გაუკეთებია, როგორც ჩანს ის ამის გამო დიდად არ ღელავს. აღსანიშნავია, რომ წყვილმა 1997 წელს იქორწინა და ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, მათი პირველი განშორება კი 2016 წელს მოხდა, თუმცა მალევე შერიგდნენ, საბოლოოდ კი 2018 წელს დაშორდნენ.








