დიეგო კოშტა ისტორიულ სამშობლოს მიაშურებს. სახელოვანი ესპანელი ფორვარდი, რომელსაც ამ ქვეყნის ნაკრებში არაერთხელ უთამაშია კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს.
როგორც პოპულარული ესპანური გამოცემა Marca იუწყება დიეგო კოშტას „პალმეირასში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილია. მას ბრაზილიაში პროფესიულ დონეზე ბურთი არასოდეს უგორებია და წესით მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა უნდა იყოს.
დიეგო კოშტა ცნობილ ბრაზილიურ გუნდთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, კოშტამ სახელი მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშით გაითქვა და ყველაზე ხელშესახებ წარმატებებსაც ამ გუნდში მიაღწია. ის ასევე ლონდონის „ჩელსის“ წევრიც გახლდათ.





