მერე რა რომ ვარსკვლავი ხარ. განა ყველას ეყვარები? აგერ, რაფაელ ნადალიც არ ეხატებათ გულზე. ნუ ყოველშემთხვევაში გაირკვა, რომ მინიმუმ ერთ ქალბატონს უეჭველი, როდ ლეივერის სახელობის არენის ტრიბუნაზე რომ იჯდა.
ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში რაფამ ამერიკელი მაიკლ მო სამ სეტში – 6:1, 6:4, 6:2 დაამარცხა. აბა ეს ვის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ის რაც ტრიბუნაზე მოხდა, ალბათ ჩოგბურთს უამრავ ქომაგს გააოცებდა.

საქმე იმაშია, რომ მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც რაფაელ ნადალი ჩასაწოდებლად ემზადებოდა, ტრიბუნიდან ჯერ შეძახილი გაისმა, რასაც უხამსი ჟესტი მოჰყვა – რაფას შუა თითი უჩვენეს. უფრო მეტად ამ ამბავში გასაკვირი ის არის, რომ მთავარი მოქმედი გმირი ქალბატონი გახლდათ.
რაფაელ ნადალმა ქალბატონს აწეული ცერა თითით და სიცილით უპასუხა.
„ეს ქალბატონი არ ვიცი ვინ არის. მას ადრე არ შევხვედრივარ და იმედია ეს არც არასოდეს მოხდება“ – იტყვის მატჩის შემდეგ რაფაელ ნადალი.





