იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს რიუგოკუ კოკუგიკანში მიმდინარე წლის მესამე სუპერტურნირი მაისის ჰაცუ ბაშო მიმდინარეობს.
ტურნირის მეექვსე დღეს, ქართველი მეშვიდე მაეგაშირა ტოჩინოშინი, გამოცდილ მეცხრე მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა, რომელთანაც ბალანსი 6:1-ზე ჰქონდა და მისთვის სასურველ მეტოქედ ითვლება.
ლევანი კაგაიაკის თავიდანვე მძლავრი ტაჩიაით შეხვდა და ძალისმიერ ბრძოლაში მისთვის ტრადიციული იორიკირით მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა.
სასიამოვნოა, რომ ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ტოჩიმ მობილიზება მოახერხა და უარყოფითი ბალანსი ორამდე შეამცირა.








