ევროლიგის მე-14 ტურში ცსკამ “ჟალგირისი” 22 ქულის სხვაობით 51:73 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრამვის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და 13:35 წუთი ითამაშა.
ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 3 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ცსკამ ევრო ლიგის მიმდინარე სეზონში მე-9 გამარჯვება მოიპოვა.
რუსული გუნდი მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს ყაზანის “უნიქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.







