ბოლო დროს ევროლიგაში არადამაჯერებელი თამაშის გამო გაკრიტიკებულმა მოსკოვის ცსკა-მ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი რეალი მადრიდში დაამარცხა.
A VITAL road win for @cskabasket pic.twitter.com/Di9D0zkMvd
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) March 18, 2021
30-ე ტურში თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა რეალს 96:89 მოუგეს და 19 მოგება დაუგროვდათ, რითაც ისინი მე-4 ადგილზე არიან.
თორნიკე შენგელია ტრადიციულად ძირითად ხუთეულში იყო და 17:32 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ 14 ქულიდან 11 თოკომ პირველ მეოთხედში დააგროვა და მისგან სუპერ მატჩის მოლოდინი შეიქმდა, თუმცა დარჩენილ დროში მან მონაგარს მხოლოდ 3 ქულა შემატა.
ცსკა-ს შემადგენლობაში კლაიბერნმა 23, ხოლო ჯეიმსმა – 22 ქულა დააგროვეს, ხოლო მადრიდელთაგან საუკეთესო 20 ქულით ტომპკინსი იყო.
25 მარტს ცსკა მოსკოვში ცრვენა ზვეზდას მასპინძლობს, რომელიც 8 გამარჯვებით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.








