323 დღის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების 18 წლის ფებხურთელი ანსუ ფატი კატალონიის “ბარსელონას” დაუბრუნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ლევანტეს” წინააღმდეგ მოედანზე შემოსვლიდან 9 წუთში გოლი გაიტანა.
ბლაუგრანას 4 ნომერი რონალდ არაუხო ბარსელონას ახალი ათიანის დაბრუნებას გამოეხმაურა:
“შენ და შენი დიდი ოჯახი ამას იმსახურებს. ჩვენ მომსწრენი ვართ მოთმინებისა და შრომისმოყვარეობისა, რომელიც შენ ამ დროის განმავლობაში გაიარე. შენ ვარსკვლავი ხარ, ღმერთმა დაგლოცოს, ანსუ” – რონალდ არაუხო
შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგზე “ბენფიკას” წინააღმდეგ გამართავს.








