პოლონეთის და “იუვენტუსის” მეკარე, ვოიჩეხ შჩესნი რუსეთთან თამაშზე ბოიკოტს აცხადებს.
“როდესაც მათ სახეებზე ტანჯვა და თავიანთი ქვეყნისთვის შიში დავინახე, მივხდი, რომ ჩუმად ვერ ვიქნებოდი.
როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მან არა მარტო უკრაინაზე გამოაცხადა ომი, არამედ ევროპის ყველა ღირებულებაზე. თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და რაც მთავარია, მშვიდობაზე.
უარს ვაცხადებ, ვითამაშო იმ ფეხბურთელბთან, რომლებიც რუსეთის პრინციპებს და იდეალებს წარმოადგენენ.
ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ სიმბოლურია, მაგრამ მოვუწოდებ ფიფას და უეფას, რომ იმოქმედონ და რუსეთის ფედერაციას პასუხი აგებინონ”, – განაცხადა შჩესნიმ.





