პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა ისტორიული მატჩი ჩაატარა. “შავი ლომის” პირველი მეტოქე რაგბი ევროპის სუპერთასზე ისრაელის “თელავივ ჰითი” იყო. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა და მატჩი ჩვენი გამარჯვებით ანგარიშით 33:10 დასრულდა.
შავი ლომის პირველი ქულები სოსო მათიაშვილის ანგარიშზე იყო. მან ჯარიმა გაიტანა და მატჩში ანგარიში გახსნა. აკა ტაბუცაძემ კი “შავი ლომის” პირველი ლელო მიითვალა.
მასპინძლებმა ტაიმი 18:10 მოიგეს. შავმა ლომმა მეორე ნახევარში მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მისცა. ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულა, მის გარდა ლელო შალვა მამუკაშვილმაც დადო.
შავი ლომის მომდევნო მეტოქე პენზის ლოკომოტივი იქნება. შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება.





