ლერბი ბენ ბარეკს საფრანგეთში სახელი უკვე დაეგდო და 1939 წელს მარსელის ,,ოლიმპიკში“ თამაშისას ,,შავი მარგალიტი“ უწოდეს. ,,ოლიმპიკში“ ერთწლიანი ასპარეზობის შემდეგ, მაროკოელმა ისევ სამშობლოს მიაშურა და 1944 წელს სწორედ იქ, კასაბლანკასთან ახლოს იტალიელი ტყვეებისგან შეკრებილი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას შენიშნა ელენიომ მომავალი დიდი ვარსკვლავი.

– შენნაირი ფეხბურთელის ადგილი მხოლოდ პარიზშია და არსად სხვაგან, – უთხრა თამაშის შემდეგ ელენიომ ლერბის. – შენი დაბრუნება ნამდვილ სენსაციას გამოიწვევს არა მარტო საფრანგეთში, არამედ, ევროპაშიც.

ეს საუბარი საკმარისი აღმოჩნდა ბენ ბარეკის დასაყოლიებლად და რამდენიმე დღეში მაროკოელი თავზე წითელი სამკუთხა ქუდით უკვე ლიონის ვაგზალზე იდგა. რა საჭირო იყო ასეთი ქუდი? ელენიო ერერამ უკვე მაშინ იცოდა, როგორ ემოქმედა ჟურნალისტებზე. რა თქმა უნდა, ეს მან ურჩია მაროკოელ ,,მარგალიტს“ ასე ექსტრავაგანტულად გამოცხადებულიყო საფრანგეთში.
ლერბი ბენ ბარეკი – პირველი აფრიკელი ვარსკვლავი, რომელმაც მეტსახელად ,,შავი მარგალიტი“ მიიღო. საფრანგეთში სახელის მოხვეჭის შემდეგ ის მადრიდის ,,ატლეტიკოში“ გადაბარგდა და 1950-1951 წლებში ორჯერ ესპანეთის ჩემპიონიც გახდა. მადრიდში 5–წლიანი ასპარეზობის დროს 113 თამაშში 56 გოლით შეეწია ,,ატლეტიკოს“.

სწორედ მასზე თქვა მოგვიანებით პელემ: ,,მე თუ ფეხბურთის მეფე ვარ, მაშინ ლერბი ბენ ბარეკი მისი ღმერთა. მაროკოელი, მსოფლიო ჩემპიონატების საუცხოო ბომბარდირის, ფრანგი ჟიუსტ ფონტენის კუმირი გახლდათ, რომელიც მარაკეშში დაიბადა და საფეხბრუთო ოსტატობას სწორედ ,,შავი მარგალიტის” თამაშის ყურებისას დაეუფლა. ბენ ბარეკი მშობლიურ კასაბლანკაში სრულ მარტოობაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგღა იქნა ნანახი.




