ლონდონის “ჩელსის” 28 წლის ფეხბურთელმა, ჰაკიმ ზიეჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
სანაკრებო კარიერის დასრულების მიზეზი მწვრთნელთან უთანხმოება გახლდათ.
ზემოთნახსნენები მიზეზის გამო, ზიეჩმა აფრიკის ერთა თასიც გამოტოვა, სადაც მაროკოს ნაკრები 1/4 ფინალში ეგვიპტესთან დამარცხდა.
ჰაკიმ ზიეჩის დებიუტი მშობლიურ ნაკრებში 2015 წლის 9 ოქტომბერს ამხანაგურ შეხვედრაში, კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ შედგა.
28 წლის ფეხბურთელმა მაროკოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.
"I will not return to the national team.”
After being left out of the AFCON squad, Hakim Ziyech has announced his retirement from the Moroccan national team. pic.twitter.com/gpK8FunqVc
— B/R Football (@brfootball) February 8, 2022


