4 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის შეხვედრაში “შავი ლომი” პენზას “ლოკომოტივს” სტუმრად დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. მატჩს გულშემატკივართა 33 პროცენტი კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ “შავი ლომი” “ლოკომოტივს” პენზაში 23 ოქტომბერს ეთამაშა და ბონუსით, 27:11 დაამარცხა.
“შავი ლომის” მაისურით პირველ შეხვედრას ჩაატარებენ ნიკოლოზ ხატიაშვილი, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ნიკა აბულაძე, სანდრო სვანიძე და გურამ ქანდაურაშვილი. სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა მოედანზე ტრავმის შემდეგ ბრუნდება.
შავი ლომი შემადგენლობა პეზნას ლოკომოტივთან ასეთია:
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (კაპ.), 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.








