კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, სევილიამ მთავარ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
54 წლის ესპანელი სპეციალისტი ანდალუსიურ გუნდში 2024 წლამდე დარჩება, წინა კორნტრაქტს კი ვადა 2022 წელს გაუვიდოდა.
ის გუნდს სათავეში 2019 წლის ზაფხულში ჩაუდგა და გუნდთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო. სევილიამდე რეალში და ესპანეთის ნაკრებში, ასევე პორტუში და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანდალუსიელები ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.





