NCAA-ში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა კი ძალიან იოლად მოუგო ჯორჯტაუნს 78:67, მაგრამ 21 წლის ქართველს სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა, – 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება.
„მამუზე“ სეტონ თავკაცმა კევინ უილარდმა ისაუბრა და მისი სუსტი თამაში დაღლილობით ახსნა, თუმცა მაინც შეაქო:
„მენტალურად გადაიღალა, ცოტა გადაიწვა. მცირე დროში ძალიან ბევრი თამაში ითამაშა. სანდრომ დაინახა, რომ კეილი და როდენი ფანტასტიკურად თამაშობდნენ და ინიციატივა მათ დაუთმო”.
სანდრო მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.2 ქულას, 6.7 მოხსნას და 3.3 შედეგიან გადაცემას აგროვებს. გასულ სამ ტურში ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში სამჯერ მოხვდა.
სეტონ ჰოლმა მიმდინარე წელს გამოსვლა დაასრულა, მომდევნო მატჩი კი სამ იანვარს აქვს.





