ლა-ლიგის მეტორმეტე ტურში, „ატლეტიკო“ „რეალთან“ 0:2 დამარცხდა. ზიდანის შეგირდების ეს გამარჯვება რამდენიმე რამით იყო გამორჩეული. მაგალითად იმით, რომ ბოლო 34 წლის მანძილზე, ზიზუ შეიქნა პირველი მწვრთნელი „რეალის“ ისტორიაში, რომელმაც „ატლეტიკოსთან“ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი არ წააგო.
ამ მატჩში, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სამეფო გუნდის კაპიტანი და ესპანეთის ნაკრების შეუცველი წევრი, სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ რეკორდსმენი გახდა. საქმე დერბებს ეხება, რომელშიც სერხიომ ყველას გადაასწრო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ის მადრიდული დერბის რეკორდსმენი გახდა. რამოსმა რეალი-ატლეტიკოს პრინციპულ დაპირისპირებებში 43-ჯერ მიიღო მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით მანოლო სანჩესს და ფრანცისკო ხენტოს გადაასწრო.
სერხიო რამოსი „რეალის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს, მანამდე კი „სევილიაში“ თამაშობდა. რამოსმა, „რეალთან“ ერთად 22 ტიტული მოიგო და აქედან ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა. მისი კონტრაქტი სამეფო კლუბთა 2021 წლის ბოლოს იწურება.





