პსჟ სერხიო რამოსისთვის კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. Le Parisien-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ესპანელ მცველს პარიზული გუნდის შემადგენლობაში ამ დრომდე არ უთამაშია, პსჟ-ს მისი შენახვა დიდი თანხა უჯდება.
35 წლის ფეხბურთელი მოედანზე მაისის შემდეგ არ გამოჩენილა. რამოსი ამ დრომდე ტრავმას მკურნალობს, რის გამოც მისი პსჟ-ში დებიუტი რამდენჯერმე გადაიდო. ამ დრომდე უცნობია როდის დაუბრუნდება ესპანელი მცველი მწვანე მინდორს.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი პარიზულ გრანდს 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.








