წარსულში გამოჩენილი სერბი ფეხბურთელი დრაგან სტოიკოვიჩი, რომელსაც თავის დროზე ფრანგულ „მარსელში“ და თავისთავად მშობლიურ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ უთამაშია, სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. სტოიკოვიჩთან კონტრაქტი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე გაფორმდა და წარმატების შემთხვევაში ბუნებრივია მას ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებენ.
სერბეთის ნაკრებში დანიშვნას ფრანგ სპეციალისტს რაიმონ დომენეკს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც შინაურ კაცზე გაკეთდა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სერბეთის ნაკრებს ურთიერთობის გარკვევა პორტუგალიასთან, ირლანდიასთან, აზერბაიჯანთან და ლუქსემბურგთან მოუწევს.





