სერბეთის კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ კოკოშკოვი გაათავისუფლა.
კოკოშკოვი სერბეთის ნაკრებს 2019 წლიდან ავარჯიშებდა, მისი დათხოვნის მიზეზი კი ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩენა გახდა. სერბეთის ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელი იყო, თუმცა, მიზანს მაინც ვერ მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა და ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3-ჯერ ათამაშა. სერბმა სპეციალისტმა ყველაზე დიდ წარმატებას ევრობასკეტი 2017-ზე მიაღწია, სადაც სლოვენიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვა.







